ირანის მოქალაქეების საქართველოში დაფუძნებული კომპანიები ბევრ რისკებს შეიცავს - ბესიკ დონაძე

09.03.25 18:17
ირანის მოქალაქეების საქართველოში დაფუძნებული კომპანიები ბევრ რისკებს შეიცავს - ბესიკ დონაძე

ირანის მოქალაქეების საქართველოში დაფუძნებული კომპანიები ბევრ რისკებს შეიცავს, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე საუბრობს. ოპოზიციონერის და კორუფციის მკვლევარის თქმით, არ არის გამორიცხული, აღნიშნული კომპანიები სანქცირებული კომპანიების შვილობილები იყვნენ. 

დონაძე ამბობს, რომ ირანთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია როგორც რეპუტაციულად, ასევე ფინანსურად. 

ირანი რუსეთის მოკავშირეა. ირანი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ, შესაბამისად, ირანელი მოქალაქეების მიერ აქ დაფუძნებული კომპანიები შეიცავს ძალიან ბევრ რისკებს. ეს არის, რომ ეს კომპანიები არ იყვნენ შვილობილი კომპანიები იმ კომპანიების, რომლებიც არიან უკვე სანქცირებულები და საქართველო არ იყოს გამოყენებული მათ სასაწყობე მეურნეობად და მათი ფულის გასათეთრებლად - ეს არის ფინანსური რისკები და პოლიტიკური რისკები არის ის, რომ რეპუტაციული ზიანი ქვეყნის, ის, რომ ევროკავშირთან პრობლემები აქვს ირანს, ევროკავშირთან პრობლემები აქვს ამ მთავრობას და შესაბამისად, დისბალანსი ეკონომიკური, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

"ქართული ოცნება" ევროპას რუსეთით, ჩინეთით და ირანით ანაცვლებს. ქვეყანაში ირანული კომპანიების რაოდენობა უპრეცედენტოდაა გაზრდილი. მონაცემებს ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს.

ორგანიზაცია იტყობინება, რომ 2013-იდან  2024 წლის ჩათვლით "ოცნებამ" თეოკრატიულ რესპუბლიკასთან არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა, არამედ   პოლიტიკურიც.