ბაჩიაშვილის გაქცევის შემდეგ ბიზნესმენ ჩიკვაიძეზე თვალთვალი გააძლიერეს
შაბათის ეთერმა მოიპოვა საქართველო-სომხეთის საზღვრის ვიდეო სამეთვალყურო კამერების ჩანაწერები, რაც გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდნ გასვლის სრული სურათის აღდგენის საშუალებას იძლევა. 2025 წლის 2 მარტს, 20 საათსა და 58 წუთზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან კამერები აფიქსირებს შავი "ტოიატას" მარკის ავტომობილს. მას ქართველი მესაზღვრე ათვალიერებს და საზღვარზე ატარებს. ამ დროს არავინ იცის, რომ მანქანის საბარგულში მოწყობილ სპეციალურ სამალავში ოლიგარქის მილიარდების ყოფილი მმართველი ზის.
ბაჩიაშვილი სომხეთიდან ყატარში ერევანი-დოჰას რეისით გაფრინდა, შემდეგ გადავიდა აბუდაბიში, აქედან ოლიგარქი მის კვალს კარგავს. აბუ-დაბი თბილისს უარს ეუბნება, მიაწოდოს ინფორმაცია, სად წავიდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბაჩიაშვილი და რა გზებით დატოვა ქვეყანა. ამიტომ, ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთი იმედი ახლა ინტერპოლია. ამერიკის და ევროკაშირის წევრი ქვეყნების მიერ სანქცირებული ქართული სასამართლო დასავლეთში სანდოობით ვერ სარგებლობს, რაც ინტერპოლით ბაჩიაშვილზე ძებნის გამოცხადების შანსებს ამცირებს.
ოლიგარქის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდეს, თუმცა იმის შანსი, რომ ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში ჩაჯდეს, პრაქიკულად, ნულის ტოლია. იურისტების განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ცალსახად პოლიტიკური შინაარსისაა, რის გამოც მისი გაქცევა მართმსაჯულებისგან თავის არიდებად ვერ ჩაითვლება.
საუკუნის გაქცევის შემდეგ ოლიგარქის რეჟიმს სრული პანიკა აქვს. გაორმაგებული რესურსით დაიწყეს თვალთვალი პოლიტიკური დევნის მსხვერპლ ბიზნესმენზე, რომელმაც სისტემა ბიზნესის რეკეტში ამხილა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გაქცევის შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძეს სუსი რამდენიმე მანქანით დასდევს, ქუჩაში ფეხით მოსიარულე აგენტები დაყვებიან და ბიზნესმენის ყველა გადაადგილეაბს ტელეფონებით იღებენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლსარეიშვილის რეპორტაჟში.