ფასადური რეფორმა, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა - აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების რიცხვი გაიზარდა

09.03.25 20:54
ფასადური რეფორმა, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა - აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების რიცხვი გაიზარდა

ფასადური რეფორმა, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა - სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვიდან სამი წლის თავზე, აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების რიცხვი კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. 2024 წელს სათამაშო ბიზნესს 76 მლრდ ლარის ბრუნვა ჰქონდა, ეს ისტორიაში  ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არადა, ექსპრემიერი ღარიბაშვილი ხალხს ჰპირდებოდა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებს გადაარჩენდა და ამისთვის აწესებდა რეგულაციებს. რეკორდული ბრუნვა ახლა ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ ღარიბაშვილი ტყუოდა.

რა რეალური მიზანი ჰქონდა "ოცნების" მთავრობის პოპულისტურ გადაწყვეტილებას?! რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამა აიკრძალა, მოთამაშეების დამოკიდებულების შეცვლა არ შეეძლო, მითუმეტეს, რომ შეუძლებელია იმის კონტროლი, თუ ვინ თამაშობს, რა ასაკისაა და სად რიცხავს ფულს. რეგულაციები, რეალურად, ღარიბაშვილს კრიტიკულ მედიაზე ფინანსური დარტყმისთვის სჭირდებოდა.

2022 წელს, სანამ რეგულაციები ძალაში შევიდოდა, მედია ღიად ამბობდა, რომ რეკლამის შეზღუდვა მხოლოდ თავისუფალი ტელევიზიაების დასჯის მექანიზმი იყო, მოგუდვის გზა, რომ დამოუკიდებელ მედიაში ფინანსური პრობლემები შეექმნათ. აზარტულ თამაშებზე დამოუკიდებულება ამ დრომდე ქვეყნის უდიდეს გამოწვევად რჩება, მაგრამ გამოსავალი სახელმწიფომ სხვა მექანიზმებში უნდა ეძებოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.