თვალთვალი და მშობლების ლიკვიდაციით მუქარა - პროევროპული აქციების ორმა მონაწილემ ქვეყანა დატოვა

09.03.25 21:15
თვალთვალი და მშობლების ლიკვიდაციით მუქარა - პროევროპული აქციების ორმა მონაწილემ ქვეყანა დატოვა

იარაღით მუქარა, თვალთვალი და მშობლების ლიკვიდაციის მუქარა - ეს არის მეთოდი, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმი ევრპული მომავლისთის მებრძოლ ახალგაზრდებს ებრძვის. პუტინისტური რეჟიმის მიზანი 20-25 წლის გოგო-ბიჭების მორალურად გატეხვა და ქვეყნის დატოვების იიძულებაა. ასე მოხდა სანდრო ქინქლაძის შემთხვევაში. აქტიივისტი, რომელიც "ოცნების" რუსულ რეჟიმს წლებია ღიად და შიშველი ხელებით ებრძოდა, იძულებული გახდა, ქვეყნიდან დროებით გახიზნულიყო.

20 წლის აქტივისტი ამბობს, რომ სისტემა ყოველ დღე სრულ ტერორს უწყობდა. უცხო ნომრიანი ავტომობილებით უთვალთვალებდნენ, უყურადებდნენ და გადაადგილების დროს დამიზნებული იარაღით დაყვებოდნენ. სანდრო ქინქლაძე ამბობს, რომ მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა დედის ლიკვიდაციის მუქარა. 

პირადი და ოჯახის უსაფრთხოების გამო საქართველო დატოვა კიდევ ერთმა აქტივისტმა. მუდმივი ტერორის და დევნის შემდეგ ვახო სებისკვერაძე იძულებით ემიგრაციაში მეუღლესთან ერთად წავიდა. წასვლა დანებებას არ ნიშნავს - იძულებით ემიგრაციაში წასულები რეჟიმს ახალ ბრძოლას საზღვრებს გარედან უანონსებენ.

ვრცლად ნახთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.