50 ათასი ლარის ჯარიმა 15 წუთში - პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები დააჯარიმა

09.03.25 20:09
50 ათასი ლარის ჯარიმა 15 წუთში - პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები დააჯარიმა

ვახო გომელაურის უწყებამ დღეს ანტირეკორდი დაამყარა. თეატრალურ უნივერსიტეტში გამოძახებულმა პოლიციამ 15 წუთიან ინტერვალში 50 ათასი ლარის ჯარიმა გამოწერა. დაჯარიმებული არიან გაფიცული სტუდენტები.

როცა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზეზმა არ გაჭრა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდები სასწავლებლის ადმინისტრაციამ სამჯერ დაასმინა. ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ პროტესტი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა ანუ დეფაქტო პარლამენტის მიერ დაწერილი კანონის გვერდის ავლით.

დაჯარიმებული სტუდენტების მხარდასაჭერად ადგილზე იურისტი მივიდა, განცხადების დაწერა და ნებართვის აღება მოინდობა, მაგრამ კარი დაუკეტეს. სტუდენტების მისამართიტ იყო დაკავების მუქარაც.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.