8 მლნ-დან 44 მლნ-მდე - საქართველოსა და ირანის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა

8 მილიონიდან 40 მილიონამდე - საქართველოსა და ირანის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა. ამ ფონზე კი ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა მინიმუმამდეა დაყვანილი. საგანგაშო ცნობები დღეს "საერთაშორისო გამჭირვალობამ" გამოაქვეყნა.
გაირკვა, რომ ბოლო12 წელიწადში საქართველოში 9 ათასზე მეტი ირანული კომპანია დაფუძნდა. საყურადღებო მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობა არ არის. ცივილური სამყაროსგან იზოლირებული "ქართული ოცნება" მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს ქვეყნებთან, რომელთა გეოპოლიტიკური ინტერესები მკვეთრად განსხვავდება ევროპულისგან. ჩამონათვალშია, რა თქმა უნდა, რუსეთი და ჩინეთი.
კორუფციის მკცლევარები კი საფრთხებზე საუბრობენ. არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში დაფუძნებული ირანული კომპანიების უკან სანქცირებული კომპანიები იმალებდნენ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.