ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი გორში - ღონისძიება უკანონო პატიმრების ცოლებმა გახსნეს

09.03.25 20:41
ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი გორში - ღონისძიება უკანონო პატიმრების ცოლებმა გახსნეს

გაფიცული მსახიობები საპროტესტო წარმოდგენებით გორში ჩავიდნენ. ერთ საათზე მეტია ქალაქის ცენტარალური ქუჩის პარკში ადგლობრივები "ახალი თეატრის" მანიფესტს უყურებენ. სპეკტაკლი თავისუფლებისთვის მებრძოლ რეჟიმის პატიმრებსს ეძღვნება.

დღევანდელი ღონისძიება იმ პატიმრების ცოლებმა გახსნეს, რომლებიც შიდა ქართლში არიან, მათ შორის, საუბარია ვეფხია კასრაძის მეუღლეზე.

ვეფხია კასრაძე დაიბადა ერგნეთში და მთელი ახალგაზრდობა გაატარა ომში. აქედან გამომდინარე, მებრძოლის სულის ადამიანი გახდა. მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩემს მეუღლეს ბორკილები დაადეს და საკანში ზის, მაგრამ ვერვაინ გატეხავს ჩემს მეუღლეს, ყოველთვის ებრძოდა უსამართლობას, დღესაც ებრძვის და ყოველთვის იბრძოლებს, - თქვა კასრაძის მეუღლემ.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ანატოლი გიგაურის მეუღლეც.

ჩემი მეუღლე ანატოლო გიგაური 2008 წლის ომის ვეტერანი გახლავთ. ის 15 წელი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ის არ არის მარტო ჯარისკაცი, ის სიცოცხლის ბოლომდე იდგება ქვეყნის სადარაჯოზე. ის არის სულით, ხორცით ჯარისკაცი და ცხოვრების ბოლომდე გააგრძელებას ამას, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც გისოსებს მიღმა, - ტქვა გიგაურის მეუღლემ. 

ემოციური იყო თავად ახალი თეატრის დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის შვილის დედის გამოსვლაც. 

ჩემი შვილის მამა ანდრო ჭიჭინაძე რეჟიმის პატიმარია. ხვალ მისი სასამართლო პროცესია. პატიმრებს ჩვენი იმედი აქვთ და ჩვენ მათ არ მივატოვებთ, - თქვა მსახიობმა. 

ადგილობრივები მანიფესტის მოსასმენად საპროტსტო ბანერებით მივიდნენ. 

რა ხდება გორში ვრცლად ნახეთ გიორგი დვალიშვილის რეპორტაჟში.