სისტემური ხარვეზები ჯანდაცვის უწყებაში - აუდიტის სკანდალური დასკვნა
მლნ 400 ათასის სამედიცინო მარაგი ჯანდაცვის სამინისტროს საწყობიდან გაქრა. სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტს ვერ წარუდგინა დოკუმენტაცია, თუ სად არის მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო პროდუქცია. სახელმწიფო აუდიტმა აღმოაჩინა, რომ სამინისტროს სოფელ მუხრანის საწყობში 576 ათას ლარზე მეტი ღირებულების ვადაგასული პროდუქციაა დასაწყობებული, 36 ათასი ლარის პროდუქცია კი მარაგებშია, როცა დოკუმენტებში გაყოდულია. ჯანდაცვის სამინისტრო მძიმე დარღვევებით ახალ სკანდალში ეხვევა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 124 გვერდიანი დასკვნა გადავსებულია შემთხვევებით, როდესაც სამინისტრომ ვერ წარადგინა შესაბამისი ნასყიდობისა თუ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. დადგინდა, რომ 81 კლინიკის მიმართ, ჯამში, სამინისტროს 4 მლნ 824 ათას ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია იმით, რომ სამინისტროს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სესხის გაცემის პირობების მონიტორინგს.
სააგენტოს სპეცმედიკამენტების რეესტრში ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არსებული მარაგები ნაშთი 552 ათასი ლარით ნაკლებია ბუღალტრულ მონაცემებში აღრიცხულზე. სხვაობა ორი მედიკამენტის ნაწილში გამოვლინდა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიზეზი პროგრამული ხარვეზია.
შედეგად აუდიტმა დაადგინა, რომ მატერუალური მარაგების რეესტრი სწორად არ ასახავს მედიკამენტების მოძრაობას, რაც სპეციალისტებისთვის განგაშის სიგნალია.
ვრცლად ნახთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.