"რაც მეტად დაარბევენ ახალგაზრდებს, მით მეტად გამოვალთ უფროსი თაობა" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში

09.03.25 21:05
"რაც მეტად დაარბევენ ახალგაზრდებს, მით მეტად გამოვალთ უფროსი თაობა" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში

102 დღე უწყვეტი აქციების დაწყებიდან - ევროპული მომავლის მცველები ახლაც ქუჩაში დგანან. ნაწილი უკვე რუსთაველის გამზირზეა, მეორე ნაწილი კი საზმაუდან დედაქალაქის ეპიცენტრისკენ მიემართება. გარდა იმ მოთხოვნებისა, რომელსაც მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში აჟღერებენ, აქციის მონაწილეები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდები გამოგონილი მიზეზით დააჯარიმეს.

ამით რეჟიმი ფიქრობს, სტუდენტები დაშალოს, პროტესტი აკრძალოს სტუდენტებში და ყველანაირი ფორმის ტერორზე გადადის. მათი პრობლემა გახდა ახალგაზრდობა, ის კი არ ესმით, რომ ხალგაზრდებს რაც მეტად დაარბევენ, მით მეტად გამოვალთ უფროსი თაობა. ჩვენ ვერ ვაპატიებთ რეჟიმს ახალგაზრდობის დარბევას, ეყოთ, რაც ჩაიდინეს აქამდე. მათ უნდა ქართველი ახალგაზრდების განდევნა ქვეყნიდან, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ხელისუფლებას ჰგონია, რომ კრიზისის განმუხტვის გზა არის, რომ ჩვენ თვაისუფლებაზე ვთქვათ უარი, ეს არ შეუძლიათ მოქალაქეებს. იმიტომ, რომ ჩვენ დაგვემართება ის, რაც სტუდენტებს დაემართათ, საკუთარი უნივერსიტეტიდან რექტორის ბრძანებით და პოლიციის გამოყენებიტ განდევნეს შენობოდან. ყველა ინსტიტუციაში დამყარდება ავტორიტრაული რეჟიმი, - ამბობს სიმონ ჯანაშია. 

რა ხდება აქციაზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.