აქციების განრიგი, პოლიტიკური სიახლეები და რეკომენდაციები - აქტივისტებმა პლატფორა "თერგი" შექმნეს

09.03.25 21:12
აქციების განრიგი, პოლიტიკური სიახლეები და რეკომენდაციები - აქტივისტებმა პლატფორა "თერგი" შექმნეს

ზამთრის პროტესტში ჩართულმა ახალგაზრდებმა პროგრამისტებთან ერთად ახალი აპლიკაცია „თერგი“ შექმნეს. ინტერნეტ სივრცეში ეს იქნება ადგილი, სადაც პროევროპული აქციების შესახებ ყველაფერს ერთი თითის დაწკაპებით გაიგებთ, ყველა ინფორმაცია თავს აქ მოიყრის. აქვე გაეცნობით დღის განმავლობაში რა აქტივობები იქნება დაგგემილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, საიდან დაიძრბა მარში და სად იქნება პროტესტის შეერთების წერტილი. 

იდეის ავტორების თქმით, „თერგი“ პროევროპულად განწყობილ საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვან თავი თვითგამოცხადებული რეჟიმის ტერორისგან, ასევე, აპლიკაციაში შეგიძლია მონიშნო დღე, როცა პროტესტს შეუერთდები დამარტივად გაიგო, სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი გამოვა შენთან ერთად ქუჩაში.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.