ხმაური თბილისში - ტაქსის მძღოლები "ბოლტის" ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ
ადგილზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს ტაქსის მძღოლებმა "ბოლტის" ხელმძღვანელობასთან პირადად შეხვედრა მოითხოვეს. მართალია, ბოლტის წარმომადგენელი დღეს იძულებული გახდა, მძღოლებთან სასაუბროდ გამოსულიყო, თუმცა მას არცერთ დასმულ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. არადა, "ბოლტის" მძღოლები უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ მოითხოვენ მენეჯმენტისგან, გადახედონ ტარიფების პოლიტიკას და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი რეგულაციები დაწესდეს. მათ კითხვებზე კი პასუხებს მხოლოდ ე.წ ჩათბოტები პასუხობენ.
დღეს "ბოლტის" მძღოლების მთავარი კითხვა იყო, რატომ იბლოკებიან უმიზეზოდ და რატომ ილახება მათი უფლებები, თუმცა ნაცვლად პასუხებისა, წარმომადგენლის მხრიდან მხოლოდ ირონია და ცინიზმი მიიღეს, ტაქსის მძღოლებს კი მურუსიძის სასამართლოსკენ მიუთითეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, ტაქსის მძღოლებმა წარმომადგენლებს პასუხებისთვის დრო მისცეს და სამუშაო ფორმატში შეხვედრაც შესთავაზეს, თუმცა კომპანიის პოზიცია აქაც რადიკალურია და ისინი მხოლოდ წერილობით პასუხებზე თანხმდებიან.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.