პროტესტის 102 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროტესტის 102 დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს საზმაუდან წამოსული მსვლელობა ცოტა ხნის წინ შეუერთდა. პროევროპული მომავლის მცველების მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამის გარდა, დღეს მოქალაქეებმა სოლიდარობა თეატრალურის გაფიცულ სტუდენტებსაც გამოუცხადეს, რომლებიც ივანიშვილის პოლიციამ დღეს 5000-5000 ლარით დააჯარიმა.