საქალაქოში დღეს სინდისის 11 პატიმრის პროცესი გაიმართება - გახსნის თუ არა სხდომას მოსამართლე
თბილისისი საქალაქო სასამართლოში დღეს სინდისის 11 პატიმრის პროცესი გაიმართება. ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულების სხდომა ერთ საათში დაიწყბა.
დღეს მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ და მოწმეთა სია შეათანხმონ. წინა სხდომა ხმაურიანი იყო, რის გამოც მოსამართლემ პროცესი დახურა და პატიმრების მხარდამჭერები დარბაზიდან გააძევა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს მოსამართლე, გახსნის თუ არა სხდომას და შეუშვებს თუ არა დარბაზში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, ჯერჯერობით უცნობია.
უკანონო პატიმრების ოჯახის წევრებს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ, რადგან ამბობენ, რომ სასამართლო სრულად ოლიგარქს არის დამორჩილებული.
წინა პროცესი მძიმე იყო და ისეთი უაზრობა და ფარსი, რომ მე არ ვიცი უკვე რა ვთქვა, რას უნდა ველოდო. სამი პროცსი იყო უკვე და სამივე იყო ერთმანეთზე უარესი. დიდად არაფერს ველოდები, სამწუხაროდ. 1%-ს მაინც ვიტოვებ. ვიტოვებ იმას, რომ გამოჩნდბა ისეთი მოსამართლე ან პროკურორი, რომელსაც სინდისი შეაწუხებს და ამ ბიჭებს, რომლებიც სრულიად უდანაშაულო არიან, გამოუშვებს გარეთ, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე.