სინდისის პატიმრების პროცესი - სასამართლოში ამერიკის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ
სინდისის პატიმრების პროცესი - თბილისის საქალაქო სასამართლოში ამერიკის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ.
დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებს სინდისის პატიმრების პროცესზე დასწრება სურთ, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, გახსნის თუ არა პირველი დარბაზის კარს მოსამართლე. უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდნენ ხელოვანებიც.
ადვოკატების თქმით, ისინი დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლომ გახსნას დარბაზის კარი და საზოგადოებამ შეძლოს პროცესზე დასწრება.
ჩვენი შუამდგომლობა იქნება დასაბუთებული, რომ სასამართლომ გახსნას დარბაზის კარი, რათა საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი და მოქალაქქები დაესწრნენ ამ მნიშვნელოვან პროცესს. აქამდეც არ არსებობდა მტკიცებულებები და არც ახლა არსებობს. არანაირ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მტკიცებულება ამ საქმეზე წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება შუამდგომლობას- ჩვენ გევქნება დაუშვებლობის შესახებ ბრალდების მხარის მტკიცებულებების შუამდგომლობა, რომელსაც დარწმუნებული ვარ რომ ნორმალურ პირობებში ნებისმიერი სასამრთლო დააკმაყოფილებს. მეორე კი, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, - ამბობს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.
გვაქვს შუამდგომლობა, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ყველა იმ დაზარალებულის ჩვენება, განცხადება, დაზარალებულად ცნობის სტატუსი, არარელევანტურობის გამო, ვინაიდან მას საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ვერცერთი მათგანი ასახელებს, არა თუ ანდრო ჭიჭინაძის, არამედ ვერცერთ პიროვნებას., რომელიც დღეს ბრალდებულის სკამზეა. აქედან გამომდინარე, შემხებლობაში არა არის და თუ ვინმე დაზიანდა, ამ აქციებზე ყველა მათგანის ჩვენების მოტანა და საქმეში მტკიცებულებებად ჩასდება არის საღ აზრს მოკლებული“, - ამბობს თორნიკე მიგინეიშივლი.