ბანერი თეატრალურის შენობაზე - უნივერსიტეტთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა
პროტესტი თეატრალურთან - უნივერსიტეტთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. გარიცხული სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის ის ლექტორები შეიკრიბნენ, რომლებიც უნივერსიტეტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდმეგებიან.
მათ თავიანთი სათქმელი ბანერებზე დაწერეს და ნაწილი შენობაზეც გააკრეს, რომელზედაც 37 წლის რეპრესიებია აღწერილი.
ხდება სარწმუნო, რომ ეს არის დიქტატორი, რადგან ესაუბრება ენაზე, რომელიც მისთვის მისაღებია, ეს არის დაშინების ენა და ენა, რომ მე ვარ ბატონ-პატრონი. ეს სანქციები, ტერორი, შევარდნა, არ მოსემნა და საერთოდ უგულებელყოფა, ყველანაირი პროტესტის, ახალგაზრდების, რომლებთანაც შეიძლება საუბარი, იმის ნიშანია, რომ არ გვაქვს სახელმწიფო“, - აცხადებს აქციის მონაწილე.
გაუგონარი ამბავი ხდება ქვეყანაში, თუმცა, მოულოდნელი არავისთვის უნდა იყოს, რადგან ეს ე.წ. ხელისუფლება, რომელიც ადმინისტრაციის ხელით მოქმედებს, ყევლაფერზე წამსვლელი. ცხადია, მათი ინტერესია, რომ სტუდენტების პროტესტი შეწყდეს, თუმცა, არცერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში სტუდენტებთან ბრძოლაში არ გაუმარჯვია და ეს ხელისუფლებაც დამარცხდება, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
სტუდენტების მხარდასაჭერად უნივერსიტეტთან მივიდა მუსიკოსი, ნინო ქათამაძეც, რომელმაც ადმინისტრაცია და პედაგოგები საბჭოური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.
საკუთარ სტუდენტებს იმ ენით ესაუბრებიან, რისი უფლებაც არ აქვთ, რამდენი ხანია, საბჭოური მეთოდებით მიდის სწავლება, მეტ-ნაკლებად ვიცი, შიგნით რაც ხდება და არც არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები, არ ვიცი პედაგოგები ჰქვიათ მათ თუ არა, როგორ ესაუბრებიან სტუდენტებს, რომლებსაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ იმ მოვლენების მიმართ, რაც დღეს საქართველოში ხდება“, - აცხადებს მუსიკოსი, ნინო ქათამაძე.
პროტესტის ყველა კვალის გაქრობას ცდილობს ადმინისტრაცია შენობიდან. დიდი ბანერი, რომელზედაც რეჟიმის ტყვეების სახელები და გვარები ეწერა და 83 დღე შენობის აივნიდან იყო გადმოფენილი, ჩამოხსნეს.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.