თეატრალურის სტუდენტური მოძრაობა: პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეგვიჩერეს
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.
დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა"- წერს მოძრაობა.
ისინი მეილზე მიღებულ ინფორმაციასაც აქვეყნებენ:
როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია, 3 სამუშაო დღის ვადაში რექტორთან, წერილობითი მიმართვის საფუძველზე“, - წერია ინფორმაციაში.