რექტორი ანდროს უპირობოდ არ ენდობა, მხარდაჭერას მურუსიძე-ჩინჩალაძეს უცხადებს - სოფო ზერაგია

მსახიობი სოფო ზერაგია თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და მათი მხარდაჭერის მიზნით კოლეგებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
მსახიობის განცხადებით, სტუდენტებს, რომლებთაც პროტესტის გამო სტატუსი შეუჩერეს, მხოლოდ იმის გამო ესხმიან თავს, რომ მათ უდიდესი სიმტკიცე და პრინციპულობა გამოავლინეს.
ხელოვანი სოლიდარობას უცხადეს დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძესაც და თეატრალური უნირსიტეტის რექტორისგან სინდისის პატიმრის შესახებ სწორი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.
ეს ყველაფერი დაიყო იმით, რომ სტუდენტებს რექტორთან გიორგი შალუტაშვილთან ჰქონდათ ერთადერთი მოთხოვნა, რომ მას გამოეცხადებინა მხარდაჭერა ანდრო ჭიჭინაძისთვის. ანდრო ჭიჭინაძისთვის, რომელსაც ეს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და მერწმუნეთ მისი მხარდაჭერა არის ყველაზე ადვილი. როგორც სამაგალითო სტუდენტი იყო, ისე სამაგალითო მოქალაქეა და ადამიანი. გიორგი შაუტაშვილს უბრალოდ შეეძლო, რომ ანდრო ჭიჭინაძისთვის გამოაცხადებინა მხარდაჭერა და აქ არანაირი პროტესტის კერა არ გაჩნდებოდა. მაგრამ მას არ ეყო არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი. მან და მისმა კოლეგებმა თქვეს, რომ დაელოდებიან სასამართლო პასუხს.
ერთ თვეზეა მეტია სასამართლო გრძელდება, არცერთ სასამართლოზე არ მინახავს არც გიორგი შალუტაშვილი და არც მისი კოლეგები, ანუ როგორ გამოდის ის ანდროს არ ენდობა უპირობოდ და ვერ უცხადეს მისნაირ ადამიანს მხარდაჭერას და მურუსიძე- ჩინჩალაძეს დასწრების გარეშე უცხადებს მხარდაჭერას და ელოდება საბოლოო პასუხს. ეს კანტორა არის სინამდვილეში მათი საქმიანობა. ყველაფერი არის სქემა, რითაც ერთმანეთს ინარჩუნებენ და ამ სტუდენტებს მარტო იმისთვის ესხმიან თავს, რომ მათ გამოავლინეს უდიდესი სიმტკიცე და პრინციპულობა, რაც ამ შენობას შეიძლება არც ახსოვს. რასაც რექტორი ჩადის, ეს არის უღირსობა და არაპროფესიონალიზმი", - ამბობს სოფო ზერაგია.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.