პროტესტის 103-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

10.03.25 21:58
პროტესტის 103-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 103-ე  დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა.

პროევროპული აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამის გარდა, თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშები.

 

ფოტო: არქივიდან