გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილს მიმართავს

10.03.25 22:44
გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილს მიმართავს

 

 

გიორგი ჩიკვაიძე "ტვ პირველის" ეთერიდან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს მიმართავს.

"ახლა ნუ გგონია, რომ მოიგე, რადგან "იშო ნი ვეჩერ"" - ეუბნება ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილს.

მინდა მივმართო ბორია ივანიშვილს და მის გასაგებ ენაზე ვეტყვი, ხომ იცი, კარგად ვიცი შენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ნუ გეღიმება. ახლა ნუ გგონია, რომ მოიგე, რადგან "იშო ნი ვეჩერ". ეს დაიმახსოვრე ჩემგან... ისეთ რაღაცებს არ გვიკმაყოფილებს ეს მოსამართლე, იზა კელენჯერიძე, რომელიც მურუსიძის კლანის ამომავალი ვარსკვლავია. ეს არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სანქციები კარგია." - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ. 

შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

  • 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“  გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა. 

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. 

გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი, ხვალ, 11 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. მის საქმეს იზა კელენჯერიძე განიხილავს. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ხვალ დააპატიმრებენ