"ტირანიის წინააღმდეგ" - კულტურის სფეროს წარმომადგენლები ღამეს პარლამენტთან გაათენებენ

10.03.25 23:04
"ტირანიის წინააღმდეგ" - კულტურის სფეროს წარმომადგენლები ღამეს პარლამენტთან გაათენებენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ღამეს პარლამენტთან გაათენებენ - ამ ფორმით რეჟისორები, მსახიობები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავენ, სინდისის პატიმრებს მხარდაჭერას, ხოლო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. 

ანდროს გამოშვებას ველოდებოდით, ამის დიდი იმედი გვქონდა. ვინაიდან დაიწყო გადაწევა და არ დადგა არასდროს განაჩენი, რომ თავისუფალი იყოს ეს ადამიანი და გამოუშვან. გუშინდელი დღე, რაც თეატრალურში მოხდა, ესეც დაემატა. დღესაც ანდროს სასამართლო იყო, კიდევ გადაწიეს, კიდევ აწამებენ. ასევე არიან ბავშვები, რომელსაც მომავალი გაუჭუჭყიანეს და გაუფუჭეს. ჩემთვის პირადად ეს არის მიზეზი გათენების". - განაცადა ნატო მურვანიძემ.

შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.