ქურდობა გორში - მაღაზიიდან წაღებულია ტელეფონები

21.09.21 12:40
ქურდობა გორში - მაღაზიიდან წაღებულია ტელეფონები

გორში წუხელ ელიტელექტრონიქსის მაღაზია გაქურდეს, დაზიანებულია კარი. ქურდები ტექნიკის მაღაზიაში სავარაუდოდ, კარიდან შევიდნენ. არსებული ონფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები.

როგორც "ტვ პირველს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დამნაშავეები იდენტიფიცირებული არიან.