თეატრისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან ღამე გაათენეს (ვიდეო)

11.03.25 10:41
თეატრისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან ღამე გაათენეს (ვიდეო)

 

 

თეატრისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან ღამე გაათენეს. 

ამ ფორმით რეჟისორებმა, მსახიობებმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს, სინდისის პატიმრებს მხარდაჭერა, ხოლო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას გამოუცხადეს.

შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.