ახალი გამოძიება ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ - ბრალდება ამტკიცებს, რომ ჩიკვაიძე საქართველოს საზღვართან ახლოს იყო

11.03.25 12:00
ახალი გამოძიება ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ - ბრალდება ამტკიცებს, რომ ჩიკვაიძე საქართველოს საზღვართან ახლოს იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი საქმიანი პარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის აღკვეთის ღონისძიება გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.

პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის მტკიცებით, ჩიკვაიძემ დაარღვია გირაოს პირობები: "არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესებზე და ამის შესახებ წინასწარ არ ახდენდნენ სასამართლოს ინფორმირებას".

ბრალდების მხარის თქმით, გიორგი ჩიკვაიძე 7-8 მარტს, სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს იმყოფებოდა, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყევის საფუძველი გახდა.

პროკურორის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული ონფორმაციით, სახელმწიფო საზღვირის უკანონო კვეთის შესაძლო მცდელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია:

"როგორც მათთვის გახდა ცნობილი, ჩიკვაიძე რამდენიმე დღის წინ, 6-7 მარტს, სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შესაბამისად, უწყება ეჭვობს, რომ ისინი საზღვრის კვეთას გეგმავდნენ". 

პროკურორმა შუანდგომლობაში განაცხადა, რომ დაკავებულებისთვის შეფარდებული გირაო 50 000-50 000-ლარი გადაირიცხოს სახელმწიფოს ბიუჯეტში. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

თავად გიორგი ჩიკვაიძემ პროკურატურის პასუხად თქვა, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ, 2024 წლის ივლისიდან ის თბილისიდან არც გასულა, ხოლო 6-7 მარტს ის „სოფელ სართიჭალაში იყო, სადაც ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის დროს დაუნათესავდა, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქარი – იონჯის თესლი მიუტანა და 1 საათში უკან დაბრუნდა”.