„მურუსიძის მონა“ - გიორგი ჩიკვაიძე მოსამართლეს

11.03.25 12:39
„მურუსიძის მონა“ - გიორგი ჩიკვაიძე მოსამართლეს

 

 

„მურუსიძის მონა“ -  ასე მიმართა გიორგი ჩიკვაიძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლე იზა კელენჯერიძე პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. 

ბიზნესმენმა მოსამართლეს უთხრა, რომ „ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.