"ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს" - ირაკლი პაპიაშვილი გიორგი ჩიკვაიძის პატიმრობაზე
ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს, - ეს იყო გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორისმ, ირაკლი პაპიაშვილის პირველი კომენტარი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ
პაპიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.
„ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. კი მქონდა გაანალიზებული, რომ მეც დამაკავებდნენ და გიორგისაც დააკავებდნენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს. ამ საქმის დაწყებიდან, მე და გიორგი ერთად ვართ, ერთად გადავადგილდებოდით. პროკურატურამ დააყენა მიზეზი, რომ ვითომ გიორგი ცდილობდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან მიახლოებას“, - განაცხადა პაპიაშვილმა.
გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.
- ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.