აქცია თეატრალურთან - სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ
თეატრალურ უნივერსიტეტთან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მივიდნენ. შეკრებილები თეატრალურის რექტორთან და აკადემიური საბჭოს იმ წევრებთან შეხვედრას ითხოვენ, რომლებმაც უახლოეს დღეებში აქციის მონაწილე სტუნდეტებისთის სტატუსის საბოლოოდ შეწყვეტაზე უნდა იმსჯელონ. მოქალაქეებს, რომლებიც ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებენ, აინტერესებთ, რა კრიტერიუმებით მიიღეს გადაწყვეტილება სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ.
გვაინტერესებს რექტორისგან მოვისმინოთ, როგორ შეარჩია კომისიის წევრები, რა პრინციპით, როგორი იყო პროცედურები, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე და კომისიის წევრებს მართლა მაინტერესებს კითხვები დავუსვა, ესენი ჩვენი კოლეგები არიან? როდესაც ასეთი პასუხი გამოიტანეს და სტუდენტებს მისწერეს და უთხრეს, რომ მათ შეურჩერდათ სტატუსი, მანამდე ამ სტუდენტებთან მედია ჰქონდათ? ესაუბრნენ? რას ედავებიან? ეს არის ჩვენთვის ძლაიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს პრეცედენტი დაუშვას აკადემიურმა სივრცემ საქართველოში, იმიტომ, რომ ეს შეიძლება, ხვალ იყოს გამოყენებული ნებისმიერი სტუნდეტის წინააღმდეგ, - ამბობს ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლექტორი.
მცდელობა გვაქვს, რომ შევხვდეთ უნივერსიტეტის რექტორს და ეთიკის კომიტეტს, იმიტომ, რომ ჩვენ ვთლით, რომ დღესდღეობით მათ აქვთ ბერკეტი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და სტუდენტები უკან დააბრუნონ, იმიტომ, რომ ის ნორმები, რომლითაც და ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, რომლითაც სტუდენტებს შეატყობინეს სტატუსის შეწყვეტის შესახებ, არც ეთიკის, არც მორალის, არც პროცედურულ ნორმებს შეესაბამება და შესაბამისად, ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი დღევანდელ დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ თუკი ეს პრობლემა არ გადაწყდა, თუკი ადმინისტრაცია ამის წინააღმდეგ წავიდა, მაშინ უკვე სხვა გზებს მივმართოთ სტუდენტებთან ერთად. ეს იქნება მცდელობა იმისა, რომ კრიტიკული აზრი, თავისუფალი სიტყვა შეიზღუდოს და სხვა უნივერსიტეტებსაც აჩვენონ, რომ ნებისმიერი პროტესტი იქნება დასჯილი. ამიტომ, ჩვენ არ შევეგუებით ამ უსამართლობას, - ამბობს მოქალაქე.
თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც.
რეჟიმი ახალგაზრდებს ართმევს განათლების უფლებას, რადგან ამ ახალგაზრდებმა არ შეწყვიტეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მათ აქვთ პროტესტი და სწორედ საბჭთა რეპრესიების მსგავსად, დღევანდელი რუსული რეჟიმი ცდილობს, ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული და საღი აზრი აქვთ, გამოაცხადოს მტრებად. ისინი ვერ ჩააქრობენ ამ პროტესტს, რადგან ჩვენი თაობა არის ის თაობა, რომელიც არ შეეგუება ამ ქვეყანაშ რუსეთის დაბრუნებას, - ამბობს აქტივისტი.
გაუღებენ თუ არა თეატალურის უნივერსიტეტის კარს შენობასთან შეკრებილებს, ჯერჯერობით უცნობია.