"დააძინეს სამუდამოდ" - გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტის ოჯახი ექიმებს უჩივის

21.09.21 13:20
"დააძინეს სამუდამოდ" - გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტის  ოჯახი ექიმებს უჩივის

49  წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ქარელის კოვიდმიმღების კლინიკის მედიკოსებს ადანაშაულებს. კლინიკაში კახაბერ ელისაშვილი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. გარდაცვლილის ოჯახი ახლა კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს.

ოჯახის მტკიცებით, პაციენტის  მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ექიმების უყურადღებობის გამო მისი მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი ამბობს, რომ პაციენტს წამლის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

გაუკეთეს 3-3 დამამშვიდებელი, რომელმაც ვერ გამოიყვანა მდგომარეობიდან, დააძინეს სამუდამოდ", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე. 

მომიკლეს შვილი, ხოცავენ იქ ხალხს, ეგ საავადმყოფო არ არის, ეგ არის სასაკლაო. ამათმა უცოდინარობამ დამღუპა", - ამბობს გარდაცვლილი კაცის დედა. 

ექიმები კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. 

პაციენტს გაეწია სათანადო სამედიცინო დამხარება პროტოკოლის სრული დაცვით. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკვე მძიმე. ოჯახის ბრალდებას კატეგორიულად არ ვეთანხმები", - ამბობს ექიმი.