მოსახლეობა არ იცრება - ,,ფაიზერის" ათასობით დოზა შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს

21.09.21 13:21
მოსახლეობა არ იცრება - ,,ფაიზერის" ათასობით დოზა შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს

,,ფაიზერის" ათასობით დოზა შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს - მოქალაქეები აცრის გაკეთებაზე ისევ უარს ამბობენ, საქართველოში ჩამოტანილ "ფაიზერს" ვადა ნოემბერში გასდის. ვაქცინაციის პროცესი საქართველში ბოლო რამდენიმე დღეა, ფაქტობრივად შეჩერებულია.

ყველაზე დიდ  ცენტრებში მედიკოსები აცრის გასაკეთებლად მოქალაქეებს მთელი დღეების განმავლობაში უშედეგოდ ელოდებიან. "ტვ პირველი" დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დიდ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ექიმებმა პირდაპირ თქვეს, რომ თუ ვაქცინაციის რეკორდულად დაბალი ტემპი ასე გაგრძელდა, წინ კოვიდ 19-ის გავრცელების კიდევ უფრო  მძიმე და საშიში ტალღა გველოდება.

ტვ პირველი დღეს იმყოფებდა თბილისის ყველაზე დიდ ამცრელ პუნქტში, ბოჭორიშვილის კლინიკაში, თუმცა იქ ვაქცინაციის მსურველი არავინ გამოჩენილა.

ჩემდა გასაოცრად, ხალხი არ იყო საერთოდ, რეგისტრაციის გარეშე მოვედი და გავიკეთე მეორე დოზა აცრა ,,ფაიზერით". დილით რომ მოვედი, 2 ადამიანი დამხვდა მარტო. პირველი დოზის დროს როცა ვიყავი, 50-60 ადამიანი იყო, ახლა კი არავინაა - აცხადებს ერთ ერთი მოქალაქე.

ვაქცინაციის კაბინეტში მომუშავე ექიმები ამბობენ, რომ პირველ დოზაზე პაციენტების მომართვიანობა მაღალი იყო და 200-250 კაცს აღწევდა, ახლა კი პროცესი საგრძნობლად შემცირდა.  ,,ფაიზერს" ვადა ნოემბრის შუა რიცხვებში გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა მალე უვარგისი გახდება და ის უნდა გადაიყაროს. 

ვაქცინაციის მნიშვნელობას ვერც ხელისუფლება ხვდება, რადგან ,,ქართულმა ოცნებამ"  ვაქცინაციის მოწოდების ნაცვლად თბილისი ქუჩები სისხლიანი ბანერებით გადაავსო.