ამინდი მკვეთრად გაუარესდება

21.09.21 14:07
ამინდი მკვეთრად გაუარესდება

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სეისმოლოგების ინფორმაციით, 24 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა  მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლიც.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.