ე.წ. პიჯაკების საქმე - დაცვის მხარე მოსამართლე კოჭლამაზიშვილის განაჩენს გაასაჩივრებს

12.03.25 11:24
ე.წ. პიჯაკების საქმე - დაცვის მხარე მოსამართლე კოჭლამაზიშვილის განაჩენს გაასაჩივრებს

ე.წ. პიჯაკების საქმე - დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში აპირებს. სააპელაციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევა მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ადვოკატების საჩივრები. 

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან სახიფათო პრეცედენტს ქმნის და თავდაყირა აყენებს სამართლებრივ სისტემას

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თავდაყირა აყენებს სამართლებრივ სისტემას და ამბობს, რომ თუ პოლიტიკური ინტერესეი არსებობს,  მათ შორის დავალების შერულებაზეც გავაკეთოთ კვალიფიკაცია, მოვიფიქროთ რაღაც მუხლი და დავსაჯოთ ადამიანი. ბუნებრივია, ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, მაგრამ მოგეხსენებათ რომ საქართველოში ხელისუფლების ინტერესი ამ ეტაპზე არის პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება და არა სახელმწიფოს მშენებლობა", - ამბობს ბექა ბასილაია. 

როგორც "პირველებმა" გაარკვია, თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით ბადრი კოჭლამაზიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩვირებას პროკურატურაც გეგმავს.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.