უმძიმესი დანაშაული მარნეულში - ადგილი, სადაც 28 წლის ბიჭი დაახრჩეს

21.09.21 14:16
უმძიმესი დანაშაული მარნეულში - ადგილი, სადაც 28 წლის ბიჭი დაახრჩეს

სასტიკი მკვლელობა მარნეულში - ადგილზე, სადაც ჯავიფ ჩოვდაროვი ცხედარი იპოვეს, საგამოძიებოს სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. 

ირკვევა, რომ  28 წლის კაცი სოფელ ალავარში მდებარე სარწყავ არხში დაახრჩეს. 

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ მკვლელობაში 3 პირი ფიგურირებს. აქიდან ორს განზრახ მკვლელობას ედავებიან, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გაასამართლებენ. 

მკვლელობის მოტიად, შურისძიება სახელდება. საქმის მასალების თანახმად, ძმებმა  ჯავიფ ჩოვდაროვი საკუთარი ავტომობილით გაიტაცეს, გაკოჭეს, მძიმე საგანი მოაბეს და არხში გადააგდეს.