სახლში საჭმელი რა გავაკეთეთ, ის საუბარიც კი აქვს სუს-ს ჩაწერილი - თორნიკე მამალაძე

21.09.21 14:45
სახლში საჭმელი რა გავაკეთეთ, ის საუბარიც კი აქვს სუს-ს ჩაწერილი - თორნიკე მამალაძე

,,ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მისმენდნენ, მაგრამ არ მეგონა საქმის გარეთ თუ მომისმენდნენ", -  ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის ძმა ადასტურებს, რომ სუსი-ს ჩანაწერები ავთენტურია. თორნიკე მამალაძე ტვ პირველის ,,დღის ამბებში" სტუმრობისას გაიხსენა გარემოება, რა დროსაც მისი საუბარი ჩაიწერეს.

სუსი-ს ჩანაწერებში ერთ-ერთია, სახლში საჭმელი რა გავაკეთეთ, ეს საუბარი აქვთ ჩაწერილი. რაც გადავხედე, ის ჩანაწერი ავთენტურია, ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა. ძალიან დიდი მასალაა და ყველა ნანახი არ მაქვს, მაგრამ რადგან ეს საუბარი ავთენტურია, სხვა ჩანაწერებიც ასეთი იქნება.

აქ პრობლემაა ერთ რამეში, ის, რომ გვისმენენ და პირად ცხოვრებაში ერევიან, ეს ამორალურია, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა, როცა სახელმწიფო უზარმაზარ რესურსს ხარჯავს და ისეთ ადამიანებს გვისმენს, ვინც არ არის დამნაშავე და შემჩნეული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებში....

ცდილობენ, რამეში გამოგვიჭირონ და კომპრომატებით დაგვაშინონ. ამას ვერ მოესწრებიან, რადგან მუდმოვად ვცდილობთ, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყოს კანონიერი. ასე რომ, მოვუწოდებ სისტემას, ჩვენ თავი დაგვანებონ და სამართლიანობა აღადგინონ! - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მსგავსი სიახლეები