თბილისის ცენტრში მოკლული ნიკა კვარაცხელია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

21.09.21 15:29
თბილისის ცენტრში მოკლული ნიკა კვარაცხელია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

თბილისი ცენტრში მოკლული 22 წლის ნიკო  კვარაცხელია საბურთალოს  სასაფლაოზე დაკრძალეს. სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები კი ისევ თავისუფლებაზე არიან. ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი დანაშაულის საქმე გომალურის უწყებამ   გახსნილად გამოაცხადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერც ბრალდებულების დაკავება მოახერხეს და ვერც მკვლელობის დამკვეთების კვალზე გავიდნენ.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკველობაში ბრალდებულად გამძიებამ  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა ორივე მათგანს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულებიც და სასტიკი დანაშაულის დამკვეთებიც მიმალვაში არიან.

მსგავსი სიახლეები