"კობახიძეს მოვუწოდებ, შეგვხვდი" - ზვიად ცეცხლაძის დედა
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვს - ნარგიზი დავითაძემ "ტვ პირველის" ეთერში ივანიშვილის რეჟიმის პრემიერს მოუწოდა, რომ ოთხ კედელში გამოკეტილი ახალგაზრდების მშობლებთან აუდიენცია გამართოს.
ირაკლი კობახიძეს მოვუწოდებ, შეგვხვდი დედებს, გაგვესაუბრე, არ ვიკბინებით, არ ვჭამთ ადამიანებს. მინდა ვნახო და ჩავხედო თვალებში. ზვიადი პირადად მისი პატიმარია. ლექციებზე კრიტიკულ კითხვებს უსვამდა, ერთხელ ბანერი გაუშალა. მეორე დღეს მათი ტიტუშკები დახვდნენ და აღარ შეუშვეს. კითხვები ვერ აიტანა მისი, არადა საკონსტიტუციოს უკითხავს, სამართალს ასწავლის." - განაცხადა ნარგიზი დავითაძემ.
მსგავსი სიახლეები
26.10.26 17:14
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.