სასტიკი დანაშაული მარნეულში - მოკლული მკვლელობაში ბრალდებულებთან მეგობრობდა

21.09.21 15:27
სასტიკი დანაშაული მარნეულში - მოკლული მკვლელობაში ბრალდებულებთან მეგობრობდა

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა მარნეულში - "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, 28 წლის ჯავიფ ჩოვდაროვი სოფელ იფნარში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, უკვე გადაასვენეს. 

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მარნეული-ბოლსნისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი იყო.

ახლობლები ამბობენ, რომ ჯავიფ ჩოვდაროვი მკვლელების ბრალდებით დაკავებულ ძმებს იცნობდა და მეგობრობდნენ, თუმცა რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, არ იციან.

ირკვევა, რომ  28 წლის კაცი სოფელ ალავარში მდებარე სარწყავ არხში დაახრჩვეს. 

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ მკვლელობაში 3 პირი ფიგურირებს. აქიდან ორს განზრახ მკვლელობას ედავებიან, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გაასამართლებენ. 

მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. საქმის მასალების თანახმად, ძმებმა  ჯავიფ ჩოვდაროვი საკუთარი ავტომობილით გაიტაცეს, გაკოჭეს, მძიმე საგანი მოაბეს და არხში გადააგდეს.