თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სოლიდარობის ნიშნად მაია მუშკუდიანმა სამინისტროს სსიპ დატოვა
თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სოლიდარობის ნიშნად, მაია მუშკუდიანმა სამინისტროს სსიპ "თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა" დატოვა .
საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპაშია - წერს მუშკუდიანი სოციალურ ქსელში.
"ჩემი სოლიდარობა საჯარო მოსამსახურეებს ამ ჯერზე ამ ფორმით, პეტიციაზე ხელმოწერა იმაზე წუხილი იყო და არის, რომ საქართველო, ვერცერთი სახელმწიფო ვერ გადარჩება იზოლაციაში. თავდაცვის სამინისტროში გუშინ დამთავრდა ე.წ. რეორგანიზაციის პირველი ტალღა და დაიწყო მეორე...
ძალა მაინც უძალოთაა ბოლოს, წარმატებები თავდაცვის სკოლას, რომელიც რეგიონში პირველი ნატოს მიერ აკრედიტებული და ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების კოლეჯის ასოცირებული პარტნიორი გახდა 2022 წელს
საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპაშია, მუხა მაინც შეიმოსებაო და მაინც იმედით ვარ და ვეძებ სამსახურს" - წერს მუშკუდიანი.
მსგავსი სიახლეები
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.