თამარ ცაგარელმა პროტესტის ნიშნად თეატრალური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დატოვა
თამარ ცაგარელმა პროტესტის ნიშნად თეატრალური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დატოვა - ამის შესახებ ცაგარელი სოციალურ ქსელში წერს.
ჩემთვის, ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების "მოძულე" აკადემიური პერსონალია - აცხადებს ცაგარელი.
მას შემდეგ რაც, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ს ეთიკის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც, ადმინისტრაციის წევრების გარდა, აკადემიური პერსონალიც გახლავთ, რაც, უპირობოდ ნიშნავს მათ ურთიერთობას სტუდენტებთან, იმ სტუდენტებთან, რომლის ნაწილიც გაწირეს და განაჩენი გამოუტანეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. ჩემთვის, ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების "მოძულე" აკადემიური პერსონალია.
რაც შეეხება აკადემიურ თანამდებობას, ნამდვილად არ მოგანიჭებთ, ზოგიერთებს, ამის სიამოვნებას, და ვრჩები არა როგორც თქვენი კოლეგა (ეს ყველას არ ეხება, საბედნიეროდ), არამედ, ჩემი სტუდენტების ლექტორი და მეგობარი. ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ", - წერს ცაგარელი.
შეგახსენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა შენობიდან გაფიცული სტუნდეტები პოლიციის დახმარებით გააძევა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ახალგაზრდებს სტუდენტის სტატუსიც შეუჩერეს.