ადამიანების დევნაზე პასუხისმგებელია როგორც შსს, ისე პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო - ლონდა თოლორაია

13.03.25 18:02
ადამიანების დევნაზე პასუხისმგებელია როგორც შსს, ისე პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო - ლონდა თოლორაია

აქტივისტებზე, მეხუთე პრეზიდენტზე და გიორგი გახარიაზე თავდამსხმელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან - სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ასეთი ტიპის დანაშაულების გახსნის ინტერესი ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ ექნება, რადგან მისი თქმით, სწორედ ისინი არიან აღნიშნული დანაშაულებების დამკვეთები ან თანამონაწილეები. 

თოლორაია ამბობს, რომ ადამიანებსი დევნაზე მთელი სამართალდამცავი სისტემაა პასუხისმგებელი, როგორც შსს, ისე პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

ჩვენ ვხედავთ, რომ იქ სადაც სამართალდამცველებს აქვთ ვინმეს დაჭერის ინტერესი, ამას აკეთებენ ძალიან მარტივად, ძალიან მოკლე დროში, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე, არ სჭირდებათ არც კანონის დაცვა, არც მტკიცებულებების ერთობლიობა ამისთვის და იქ სადაც ამას არ აკეთებენ სამართადალცავი ორგანოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამას არ აკეთებენ განზრახ  და არა იმიტომ, რომ რაიმე მტკიცებულებები ამ საქმეზე ვერ შეგროვდა. ეს რა თქმა უნდა, ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ნება არ არსებობს, რადგან ხელისუფლების ან დაკვეთით ან თანამონაწილეობით ან წახალისებით ხდება ასეთი ტიპის დანაშაულები და ცხადია, ის რაც ხდება, მათი წახალისებით ან მათი უშაულო მონაწილეობით, მათი გახსნის ინტერესი ამ ხელისუფლებას ცხადია ვერ ექნება. რიგ შემთხვევებში, ეს ხდება ხელისუფლების დაკვეთით, პირდაპირ ჩანს, რომ იცოდნენ თავდამსხმელებმა მისი ადგილსამყოფელი, სად არის ამ დროს, რაც წარმოუდგენელია ხელისუფლების ჩარევის გარეშე, ამიტომ აქ იკვეთება, როგორც მოხელეთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული, უშუალო მონაწილეობით თუ წაქეზებით თუ ორგანიზებით თუ ხელმძღვანელობით, ასევე ადგილი აქვს რიგიითი მოქალაქეების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებსაც. ამაზე პასუხისმგებელია მთელი სამართალდამცავი სისტემა. არა მხოლოდ შსს, რომელიც ყველას ჰგონია, რომ მთავარი მოქმედი პირია - შსს, პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის პასუხისმგებელი ადამიანების დევნაზე, ზუსტად განსხვავებული აზრის გამო", - აცხადებს ლონდა თოლორაია. 

მსგავსი სიახლეები