ყოფილ ცოლზე ძალადობა და მუქარა სიცოცხლის მოსპობით - პოლიციელის წინააღმდეგ საქმეში არასრულწლოვანი შვილის ჩვენება დევს
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. გამოძიება ნიკა ნოზაძეს ძალადობის 6 ეპიზოდს ედავება. საქმის მასალების მიხედივთ, ვახო გომელაურის თანამშრომელი ცოლს გადატენილ იარაღს შუბლზე ადებდა და სროლით ემუქრებოდა, იყო შემთხვევა როდესაც მოძრავი მანქანიდან გადაგდებით აშინებდა და ახრჩობდა. ირკვევა, რომ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს შეესწრო 6 წლის შვილი, რომელმაც გამოძიებას მამის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა.
ნიკა ნოზაძემ შინაგან საქმეთა სამინსიტროში, 10 წელი იმუშავა. დაკავებამდე კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი იყო. გასულ წელს მეუღლესთან გაქორწინების პროცედურა დაიწყო, რის შემდეგაც ქალის თქმით, 2 თვის მანძილზე მისგან მუდმივი ტერორის და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდებოდა. ძალადობას არასრულწლოვნის გარდა ყავს სხვა თვითმხილველებიც. დაზარალებულის დედა, რომელმაც დასისხლიანებული და ტანსაცმელ შემოხეული შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში არაერთხელ ნახა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მსხვერპლი ქალის ჩვენების საფუძველზე დააკავა. მას სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა ნოზაძეს 3 წლამდე პატიმრობა ექუქრება.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.