კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე და 40 წუთიანი ფარული ვიდეომასალა - რას ამბობს ბექა ჯაიანი აღიარებით ჩვენებაში
ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა - ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლო სხდომაზე გასაჯაროვდა.
გამოძიებამ 26 წლის კაცის ჩვენება დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს მოიპოვა. 40 წუთიან ფარულ ვიდეომასალაში ჯაიანი კესარია აბრამიძესთან 2 წლიან თანაცხოვრებას, მასთან კონფლიქტის მიზეზებსა და მკვლელობის მოტივზე საუბრობს. ჯაიანს თქმით კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას და ურთიერთობის გასაჯაროვებას სთხოვდა. 26 წლის კაცი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ ქალს რომელსაც 28 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, უყვარდა, თუმცა არსებული რეალობიან გამომდინარე ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობის გაოფიცილურება არ სურდა.
აღიარებთი ჩვენებიდან ირკვევა ურთიერთობის პირველ ეტაპზე ჯაიანი აბრამიძეს ოჯახის წევრებთან მალავდა, შეყვარებული ქალი დედას და დას დაუსწრებლად, ეკას სახელით წარუდგინა. ამბობს რომ 2 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე დაშორდნენ, მოტივი ორმხრივი ეჭვიანობა და ფინანსებზე დავა იყო. ჯაიანი ამბობს რომ მკვლელობის გადაწყვეტილება ბოლო დაშორების შემდეგ მიიღო. მისი თქმით კესარია აბრამიძე მას აეჭვიანებდა, აბულინგებდა და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ამცირებდა.
ფარული ვიდეჩანაწერში ჯაიანი ამბობს, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობას წინასწარ შეძენილი წნევის დამწევი წამლებით გეგმავდა, თუმცა ვერ გაბედა. რამდენჯერ ჩაარტყა დანა საყვარელ ქალს ვერ იხსნებს.
ჯაიანისგან განსხვავებული ვერსია მოყვა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში. სახელმწიფო ბრალდება მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ამტკიცებდა რომ ჯაიანი აბრამიძეზე გენდერული ნიშნით მუდმივად ძალადობდა. მის სიტყვებს სახელმწიფო მბრალდებელი კესარია აბრამიძის მეზობლების ჩვენებებით ამყარებდა.
ფსიქოლოგიურ ძალადობას სისტემატიურად ახორციელებდა. სცემდა, თმით ათრევდა და ბუნების შეცდომას ეძახდა - ამბობენ მოწმეები ჩვენებაში.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.