მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტები სასამართლოში არ გამოიკითხებიან - სასამართლო სხდომის დეტალები
მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტები სასამართლოში არ გამოიკითხებიან. მოსამართლემ უარი თქვა მოესმინა აჭარის პოლიციის მაღლჩინოსნების, გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის ჩვენებები.
ყველა მოწმე, ვინც დღეს სასამართლო დარბაზში გამოიკითხა, ადასტურებდა, რომ რეალური დამკავებელი გრიგოლ ბესელიაა - ეს დასტურდება კადრებითაც - კარგად ჩანს, როგორ აკრავს მზია ამაღლობელი სტიკერს კედელზე, როგორ მიდის მასთან გრიგოლ ბესელია და როგორ შეჰყავს განყოფილებაში. რამდენიმე წუთში ისმის ირაკლი დგებუაძის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე - თუ რა მუხლით აკავებენ მას.
რაც შეეხება შსს-ს ბრალდებას, რომ თითქოს ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა, მოწმეებმა დღეს სასამართლოს უთრეს, რომ მსგავსი არაფერი გაუგიათ.
დღეს შსს საქმისთვის შეუსაბამო კადრების დართვაში ამხილეს - გომელაურის იურისტებმა მიიტანეს სასამართლოში მზია ამაღლობელის კადრები, რომელიც არა პირველი დაკავების, არამედ დგებუაძისთვის სილის გაწვნის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავების დროს არის გადაღებული.
საქმე რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია - ამ სიტყვებით სინდისის პატიმარმა მოსამართლეს მიმართა - უთხრა, რომ ყველა მოწმე, რომელიც დღეს სასამართლოში იყო იტყუება.
მოსამართლემ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება იმ დღეს დაამთხვია, როცა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.