სტუდენტების შემდეგ ლექტორები - რეპრესიების ახალი ტალღა თსუ-ში

13.03.25 21:00
სტუდენტების შემდეგ ლექტორები - რეპრესიების ახალი ტალღა თსუ-ში

სტუდენტების შემდეგ ლექტორები - რეპრესიების ახალი ტალღა თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დაიწყო. უკვე მესამე დღეა რეჟიმისთვის მიუღებელ ლექტორებს სამსახურებიდან უშვებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამარ ტატანაშვილის ჯერი დადგა. ლექტორი 8-წლიანი გამოცდილებით უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. იურიდიულ  ფაკულტეტზე გამოცდილი ლექტორი 5 საგანს კითხულობდა.

მისთვის  ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლებამ რეჟიმის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების გამო დასაჯა. თამარი რიგით მესამე ლექტორია, რომელიც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტიდან გაათავისუფლეს. ეს არის ფაკულტეტი, სადაც ირაკლი კობახიძე და ანრი ოხანაშვილი ლექციებს კითხულობენ და შესაბამისად ხელისუფლება დიდ გავლენას ახდენს. აკადემიური პერსონალის წმენდაც სწორედ ამ ფაკულტეტიდან დაიწყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოუწოდებენ  ჯაბა სამუშიას საჯაროდ განმარტონ, რატომ უშვებს პროფესიონალებს უნივერსიტეტიდან. არის ინფორმაცია, რომ გაშვებული ლექტორების ნაცვლად სემინარებს კობახიძის ერთგული კადრები ჩაიბარებენ. 

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.