ბიზნესმენი, ირაკლი პაპიაშვილი ასახელებს, რის გამო დაიწყო “ოცნებამ“ გიორგი ჩიკვაიძეზე ზეწოლა

13.03.25 22:09
ბიზნესმენი, ირაკლი პაპიაშვილი ასახელებს, რის გამო დაიწყო “ოცნებამ“ გიორგი ჩიკვაიძეზე ზეწოლა

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის პარტნიორი ამბობს, რომ მათი კომპანიისგან “ოცნებას“ ერცერთი თეთრის სარგებელი არ უნახავს, მათი დავალებები არ შეუსრულებიათ და სწორედ ამის გამო დაიწყო მასზე ზეწოლა.

როგორც ირაკლი პაპიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა,  “გიორგი რომ მიჯაჭვული ყოფილიყო “ოცნებაზე“, მას მოუწევდა მათი დავალებების შესრულება და ის, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ევნო.“

გიორგის „ოცნებისთვის“ 1 თეთრიც არ შეუწირავს და არცერთი თეთრის სარგებელიც არ უნახავს მათი ტენდერებისგან. როდესაც ჩვენ კომპანიას დაავალეს, რომ რუსი ოლიგარქებისთვის შეგვეწყო ხელი და ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაგვედინა, ეს რომ არ შეასრულა, ამიტომ დაიწყო ზეწოლა. გიორგი რომ მიჯაჭვული ყოფილიყო მათზე, მას მოუწევდა ამის შესრულება და მოუწევდა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ევნო. მათ ბიზნესმენები ჰყავთ ნაყიდი და როგორც მონებს, ისე ეპყრობიან, - ამბობს პაპიაშვლი.

ჩიკვაიძის პარტნიორი ამბობს, რომ გიორგი არაადამიანურ პირობებში იმყოფება და მის წინააღმდეგ გაჟღერებული დანაპირების შესრულება უკვე დაწყებულია, თუმცა, ეს მისთვის დაბრკოლება მაინც ვერ იქნება.

იურისტი რომ შევიდა, დაკავების შემდეგ გიორგისთან, თქვა, რომ დაიწყეს დანაპირების ასრულება, ვარ ხოჭოებთან, ვირთხებთან, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რასაც გიორგი დაუპირისპირდა, ის დაუპირისპირდა რეჟიმს, სისტემას და ვირთხა მისთვის დაბრკოლება ვერ იქნება. დაიწყო შიმშილობა, გამოხატა პროტესტი და ყველანარი გადაფწყვეტილებაში მივყვები და მხარს ვუჭერ მას, - ამბობს პაპიაშვილი.