ოფიციალური მეილი, სტუდენტის სტატუსის აღდგენაზე, არ მიგვიღია-თეატრალურის სტუდენტური მოძრაობა
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ინფორმაციას, რომლის თანახმად, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს, სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური მეილი ჯერ არ მიუღიათ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტატუსი აღვიდგა, თუმცა არანაირი ოფიციალური მეილი ამის შესახებ არ მიგვიღია!, - წერს თეატრალურის სტუდენტური მოძრაობა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მათი ცნობით, ეს გადაწყვეტილება რექტორმა სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე მიიღო.
მსგავსი სიახლეები
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.