მტკიცებულებები ისეთი ხალხის ხელშია, რომლებმაც იციან, რა დროს უნდა გამოიყენონ- გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი

13.03.25 23:30
მტკიცებულებები ისეთი ხალხის ხელშია, რომლებმაც იციან, რა დროს უნდა გამოიყენონ- გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ჩხრეკის დროს ეძებდნენ, ისეთი ხალხის ხელშია, რომლებმაც იციან, რა დროს უნდა გამოიყენონ.

როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, “სულ რომ საქართველო გადათხარონ, იმას ვერ იპოვიან.“

“დღეს 2025 წელია და ძალიან მარტივია, ისე უსაფრთხოდ შეინახო, რომ ვერ იპოვონ“, - თქვა მან.

ეს ტერორი, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რაც მოხდა, ჩვენს ოჯახებში,სახლებში, მანქანებში, ჩემი მეგობრის საფულეც კი გაჩხრიკეს და 120 ლარი წაიღეს და დაგვიტოვეს ლარიანი. ვერ იპოვეს ეს ჩანაწერები, საუბარი მაქვს მტკიცებულებებზე და, რა თქმა უნდა, ვერ იპოვიან, რადგან, სწორედ ამას ვიძახდი, რომ დღეს 2025 წელია და ძალიან მარტივია, ისე უსაფრთხოდ შეინახო, სულ რომ საქართველო გადათხარონ, იმას ვერ იპოვიან. ის ჩანაწერები ისეთი ხალხის ხელშია, რომლებმაც იციან, რა დროს უნდა გამოიყენონ. გიორგიმ, ვიდრე დააკავებდნენ, მანამდე განაცხადა, რა დროს გამოიყენებენ ამ ჩანაწერებს“, - დასძინა მან.

 

მსგავსი სიახლეები