ეს ადამიანები ვერასდროს გახდებოდნენ მოსამართლეები, რომ ყოფილიყო მათი შერჩევა ნორმალური ხელისუფლების პირობებში-ჯუღელი
ეს არის ადამიანების ის ნაწილი, რომელიც ვერასდროს გახდებოდა მოსამართლე, ვერასდროს მოირგებდა მანტიას, ვერ დაიჭერდა ხელში ჩაქუჩს და ვერასდროს გადაწყვეტდა ადამიანის ბედს, რომ ყოფილიყო მათი შერჩევა ნორმალური ხელისუფლების და საბჭოს პირობებში, -ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლემ, დავით ჯუღელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მორჩილი სასამართლო ავტოკრატიის შემადგენელი ნაწილია და “ერთეული მოსამართლეებიც რომ იყვნენ, სადაც იპოვი სამართალს, გამორიცხულია ავტოკრატიის კლანჭების გაშლა და აქამდე მისვლა“.
მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის მანიით შეპყრობილი ადამიანების მმართველობის ერთადერთი ფორმა არის ავტოკრატია. ავტოკრატიის შემადგენელი და აუცილებელი ნაწილი კი არის მორჩილი სასამართლო. ერთეულებიც რომ იყვნენ, სადაც იპოვი სამართალს, გამორიცხულია ავტოკრატიის კლანჭების გაშლა და აქამდე მისვლა. ის რაც ხდება პროტესტის ირგვლივ, ეს არის დაშინების მცდელობა ერთი და მეორე იმ უსუსურობის შეგრძნების დათესვა, რომ საშველი არ გაქვს. ეს არის ადამიანების ის ნაწილი, რომელიც ვერასდროს გახდებოდა მოსამართლე, ვერასდროს მოირგებდა მანტიას, ვერ დაიჭერდა ხელში ჩაქუჩს და ვერასდროს გადაწყვეტდა ადამიანის ბედს, რომ ყოფილიყო მათი შერჩევა ნორმალური ხელისუფლების და საბჭოს პირობებში. ეს ადამიანები ბუნებით არიან ამაზე წამსვლელები.
დღეს მოსამართლეებმა თავიანთ მხრებზე აიღეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყანას სახე საზღვარგარეთ შეუძლიათ შეუნარჩუნონ იმ მოსამართლეებმა, ვის ხელშიცაა“, - განაცხადა ჯუღელმა.