მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებით შეუტიეს - იწვის ნავთობის ბაზა ტუაფსეში
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებით შეუტიეს. მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი თავდასხმა მოიგერია, თუმცა უცნობია, სად ჩამოვარდა ნამსხვრევები.
ტელეგრამის არხი ASTRA თვითმხილველის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოსკოვის უკიდურეს სამხრეთში, საცხოვრებელი კომპლექსის რაიონში აფეთქება ჩანს.
აფეთქება იყო ბალახიტშიც. ადგილობრივებმა ნახეს, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები.
საცხოვრებელი სახლის აფეთქების შესახებ იუწყებიან დოლოგომილოვოს რაიონშიც.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა მგზავრებისა და რეისების მიღება შეწყვიტა.
მსგავსი სიახლეები
26.10.26 17:14
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.