სისტემა გაიჭედა - "ოცნება" მათივე გამოწერილი ჯარიმების სასამართლო განხილვებს ვერ აუდის

14.03.25 11:22
სისტემა გაიჭედა - "ოცნება" მათივე გამოწერილი ჯარიმების სასამართლო განხილვებს ვერ აუდის

სისტემა გაიჭედა. "ქართული ოცნება" მათივე გამოწერილი ჯარიმების სასამართლო განხილვებს ვერ აუდის. გომელაური იძულებული გახდა, ჯარიმების განხილვის ვადა ერთიდან სამ თვემდე გაეხანგრძლივებინათ. 

იურისტებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ აქტივისტებისთვის გაგზავნილ წერილში, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად წერს, რომ გასაჩივრების სამ თვიანი ვადა ამოქმედდება. ერთ-ერთი ასეთი აქტივისტი ნუცა მახარაძეა, რომელიც ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონობას კანონიერ ქმედებებს დაუპირისიპირებენ.  

25 თებერვალს დილის 8 საათზე მომიტანეს სახლში ჯარიმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, როგორც მერე გაირკვა, რომელიც, ცხადია, გავასაჩივრე. 13 მარტს ფოსტით მომიტანეს დადგენილება, რომლითაც მეცნობა, რომ ერთთვიანი განსახილველი ვადა, რომელიც აქვს შსს-ს ამ საჩივრების განხილვისთვის, გაგრძელებულია სამ თვემდე. არ ვიცი დადგენილება და არ ვიცი რა იქნება პასუხი, იმიტომ, რომ მათგან მოულოდნელი პასუხები მოდის ამ ბოლო დროს. ცხადია, გავასაჩივრებ მერე სასამართლოშიც და ყველა იმ ინსტანციაში, სადაც იქნება შესაძლებელი. ერთი თვის ვადაც არ ჰყოფნით იმისთვის, რომ განიხილონ ეს საჩივრები.
 

ჩვენ ვართ ბრძოლაში ახლა, ბოლო სამ თვეზე მეტია და მანამდეც და მივყვებით ბოლომდე იმიტომ, რომ ისინი გვებრძვიან სრულიად არაკანონიერი, ძალადობრივი ხერხებით და ჩვენ მათ ვუპირისპირდებით კანონიერი, არაძალადობრივი ხერხებით და მათ ჩვენ ვაფერხხებთ თავიანთ არაკანონიერ საქმიანობაში. ყველა საქმეში იქნება ასე. ნებისმიერი, ამ უკანონო კანონებითდ აზარალებული ადამიანის მოტივაცია არის ის, რომ უსამართლობაა მის თავს და უნდა, რომ ეს უსამართლობა დაამტკიცოს, - ამბობს აქტივისტი ნუცა მახარაძე. 
 

იურისტები ამბობენ, რომ პროცესის გაჭინურება სახელმწიფოს არ აწყობს, თუმცა ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის, რომლებიც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ. 

სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ამ გზით შეუქმნიდა მოქალაქეებს პრობლემას, მოქალაქეები ჯარიმებს არ გაასაჩივრებდნენ, არ ჩაიბარებდნენ ან ყველა ეს ეტაპი გახდებოდა პრობლემური, თუმცა ჩვენმა აქტიურმა საზოგადოებამ ეს პროცესი მალევე აითვისა და ყველა ჯარიმას ბოლომდე გაყვა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ადმინისტრაციული წარმოება, რაც აქვს ერთთვიანი, დღეს უკვე ვეღარ აუდის შსს ამას და ჩვენ თვეების წინაც ვნახეთ, როგორ დაიხმარეს სხვადასხვა ორგანოები იმისთვის, რომ ჯარიმები მიეღოთ და ხალხი დაეჯარიმებინათ და შემდგომ უკვე, დღეს დაიწყეს პროცესის გაჭიანურება, მოქალაქეებს მისდით წერილები, რომ ერთი თვის ნაცვლად ორ ან სამ თვეში იქნება მათი საჩივრები განხილული, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია და მძიმე ვითარებაა სახელმწიფოს მხარეს, თუმცა ეს დადებითად შეგვიძლია, შევაფასოთ მოქალაქეების მხარეს, იმიტომ, რომ ჯარიმის გადახდის ვადაც იწევს. ამ პროცესის გაჭიანურება მოქალაქეებისთვის უფრო ხელსაყრელია და მიზანს ვერ აღწევს ხელისუფლება, მაგრამ მიზანს აღწევს ხალხი, რომ ეს პროცესი იწელება, ისინი ვერ ჯრიმდებიან და თავიანთ სიმართლეს უფრო მოგვაინებით დაამტკიცებენ, - ამბობს იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი.