თეატრალურის სტუდენტებმა აღდგენაზე ოფიციალური მეილი და გაფრთხილება მიიღეს
თეატრალურის სტუდენტებმა აღდგენაზე ოფიციალური მეილი და გაფრთხილება მიიღეს - სტუდენტები "პირველებთან" ამბობენ, რომ რასთან დაკავშირებით არ გაფრთხილება, ეს დაკონკრეტებული არ არის.
ახალგაზრდები ვარაუდობენ, რომ გაფრთხილება 10 პუნქტის შესრულებას უკავშირდება.
სტუდენტები "პირველებთან" დღევანდელ ეთერზეც საუბრობენ, რომელიც პირველი არხის პირდაპირ ეთერში 22:00 საათზე უნდა გაიმართოს და ამბობენ, რომ ყველა შეურაცხყოფასა და მანიპულაციაზე, რომელიც მათი თქმით, რექტორ შალუტაშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი, პასუხი გაეცემა.
უბრალოდ წერია, რომ სტატუსისი შეწყვეტა გაუქმებულია და მივიღეთ წერილობითი გაფრთხილება, რასთან დაკავშირებით არ არის დაკონკრეტებული, თუმცა სავარაუდოა, რომ ის 10 პუნქტი, რომელიც ამ კოდექსში მიიღეს, იმის გამო, რომ პროტესტში ვიყავით ჩართულები და ამის გამო, ჩვენ მოგვარგეს ეს წესები, სავარაუდოდ, ამას ეხება ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, გვაფრთხილებენ, რომ იგივე აღარ გავიმეოროთ. რა თქმა უნდა, ამას არ ვაპირებთ ჩვენ, იმიტომ, რომ არაფერი დაგვშავებია, პირიქით და დღეს 22 საათზე ველოდებით ეთერს, რომლის პირობაც მივიღეთ შალუტაშვილისგან და პირველი არხის პროდუსერებისგან. მივალთ დღეს საღამოს საზმაუსთან და დაველოდებით ეთერს. სტატუსის აღდგენით ვერ წაიღებენ იმ შეურაცხყოფას, ტყუილს და მანიპულაციას და ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, რაც პირდაპირ ეთერში გიორგი შალუტაშვილმა მოიტყუა და ილაპარაკა ჩვენზე", - ამბობს სტუდენტი.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.