მედიის ინფორმაციით, კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან კრემლის მოთხოვნით მოხსნეს

14.03.25 12:01
მედიის ინფორმაციით, კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან კრემლის მოთხოვნით მოხსნეს

NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან, მოხსნეს. მიზეზად კრემლის მოთხოვნა სახელდება.

ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა NBC-ს დაუდასტურა, რომ რუსეთს არ სურს კელოგის ჩართვა მოლაპარაკებებში.

„კელოგი არის ყოფილი ამერიკელი გენერალი, რომელიც ძალიან ახლოსაა უკრაინასთან. ეს არ არის ჩვენი კაცი, არც ისეთი კალიბრის, რომელსაც ჩვენ ვეძებთ”, - თქვა მედიასთან რუსმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

80 წლის კელოგი, გადამდგარი გენერალი, დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია და მისი პირველი ვადის პრეზიდენტობისას სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

თებერვალში კიტ კელოგი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა, რის შემდეგად მან ზელენსკის "ომში მყოფი ქვეყნის მამაცი ლიდერი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები